ახალი ამბები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

31 იანვარი, 2013 •
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. კირთაძის გადაყენების წინააღმდეგი მხოლოდ გენო თებიძე იყო, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე თვის წინ დატოვა და საკრებულოს ოპოზიციას შეურთდა. 

დღესვე ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა. ამ ადგილს საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური” პარტიიდან, ირაკლი ჩავლეიშვილი დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი