განცხადების მიხედვით, 29 იანვარს, არა სამუშაო საათებში, დაახლოებით დილის 8 საათზე, ნასვამი ახალგაზრდა კაცი ორ მეგობართან ერთად გეურკვეველი მიზნით შემოიპარა ზოოპარკის ტერიტორიაზე სამანქანო გზის მხრიდან.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ გადალახეს ვეფხვის ვოლიერამდე მისასვლელი ბარიერები, დაარღვიეს უსაფრთოების ელემენტარული ნორმები და დასაშვებზე ახლოს მოახერხეს ცხოველებთან მიახლოება.
“სამწუხაროდ, ვეფხვებმა შეძლეს (გისოსებს მიღმა) მისთვის დაზიანების მიყენება მუხლის არეში.
ჩვენ სისტემატიურად ვუკავშირდებით დაშავებული მამაკაცის ახლობლებს, რათა გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაცია,იმის შესახებ, რომ დაშავებულმა მოახერხა ვეფხვებთან უშუალოდ ვოლიერში გადაძრომა, სიმართლეს არ შეესაბამება,”- ნათქვამია განცხადებაში.