“ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საინიციატივიო ჯგუფმა შემოიტანა განაცხადი, სადაც “თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლები კომპანიის ფინანსური საქმინობის შემოწმებას ითხოვენ.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მძღოლებს საფუძვლიანი იურიდიული კონსულტაცია სჭირდებათ, რადგან კითხვები ძირითადად კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს ეხებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხევედრის დასრულების შემდეგ მძღოლებმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადეს, რომ სამინიტრო მათ კომპანიასთან საგადასახადო შეღავათების მიღებაში ვერ დაეხმარება. ამიტომ გაფიცვის შეწყვეტის საკითხი შესაძლოა გადაიდოს.
ყვითელი მიკროავტობუსის გაფიცული მძღოლების ნაწილი ეთანხმება გაფიცვის შეწყვეტას. “ნეტგზეთთან” საუბარში მძღოლებსი ნაწილი აცხადებს, კომპანაისთან რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ. კერძიდ, მძღოლების განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსის” დაპირების მიხედვით, ჩატარდება მონიტორინგი და მარტიდან განისაზღვრება ყოველდღიური გეგმის ახალი ოდენობა.
თებერვალში მძღოლებს 25 პროცენტით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ. მათი განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” ინდმეწარმის სტატუსთან დაკავშირებით თანხმდება მერიის კანონპროექტს. კანონპროექტის თანახმად, გადასახადი ინდმეწარმესთვის 10 ლარი იქნება. მიკროავტობუსების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით მხარეებს უკვე მიღწეული აქვთ შეთანხმება. თუმცა მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.
ფინანსთა სამინისტროსთან საინიციატივო ჯგუფმა გაფიცვის შეწყვეტის შესახებ წინადადება წამოაყენა, თუმცა ამან მძღოლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ამ დროისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებულია კომპანია “თბილლაინის” კუთვნილი 153 ერთეული სამარშრუტო ტაქსი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უწყებაში შემოვიდა აღსრულების ფურცელი, სადაც კრედიტორი საქმეში არის სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი”, მოვალე კი კომპანია “თბილლაინი”. კომპანიის დავალიანება “თიბისი” ბანკის მიმართ 2 მილიონი ევროა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, თუ კომპანია “თბილლაინი” კერედიტორს ვალს არ გადაუხდის, დაყადღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება.