ახალი ამბები

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მოლაპარაკებაზე აკაკი ჯოხაძე მივიდა

31 იანვარი, 2013 •
სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მოლაპარაკებაზე აკაკი ჯოხაძე მივიდა

მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ყვითელი მიკროავტობუსები
ყვითელი მიკროავტობუსები

“თბილისში მიკროავტობუსის მძღოლების გაფიცვა იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ “თბილისის მიკროავტობუსის” დაპირება შესრულდება” – განაცხადეს “ნეტგაზეთს” მიკროავტობუსის მძღოლებმა.

 

 ამ დროისათვის გლდანის ავტოპარკთან გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან შეკრებილნი. მძღოლების განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსის” დაპირების მიხედვით, ჩატარდება მონიტორინგი და მარტიდან განისაზღვრება ყოველდღიური გეგმის ახალი ოდენობა.

თებერვალში მათ 25 პროცენტით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ. მძღოლების განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” ინდმეწარმის სტატუსთან დაკავშირებით თანხმდება მერიის კანონპროექტს. კანონპროექტის თანახმად, გადასახადი ინდმეწარმესთვის 10 ლარი იქნება. მიკროავტობუსების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით მხარეებს უკვე მიღწეული აქვთ შეთანხმება. 

“თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლების გაფიცვა მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი