ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა

2 მაისი, 2017 • 3024
პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ ნეტგზეთს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა 12 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, მიანიჭა.

ხატია დეკანოიძე 2015-16 წლებში უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა. იგი  საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს განათლების მინისტრისა და პოლიციის აკადემიის რექტორის პოსტებს იკავებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი