ახალი ამბები

სემეკმა სს „თელასი“ და „ენერგო–პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

30 იანვარი, 2013 •
სემეკმა სს „თელასი“ და „ენერგო–პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

 აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო მიიღო, რაც სს „თელასის“ საქმიანობის შემოწმების შედეგად დადგინდა.

 

თელასი
თელასი

კერძოდ, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სს „თელასის“ მიერ დროულად არ ხდებოდა მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, დაცული
არ იყო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, გამართულად არ მუშაობდა ქოლ–ცენტრი და ა.შ. სს „თელასს“ კომისიამ აღნიშნული დარღვევების
გამოსასწორებლად 3- თვიანი ვადა განუსაზღრა.

 

30 იანვრის სხდომაზე კომისიამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კიდევ ერთი კომპანია – სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ დააჯარიმა. აღნიშნული
გადაწყვეტილება კომისიამ შპს „გაზ–იმპექსსა“ და სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ დავასთან დაკავშირებით მიიღო.

 

კერძოდ, სს „ენერგო–პროჯორჯიას“ კომისიამ შპს ”გაზ იმპექსის” კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე დამატებითი სიმძლავრის მიერთებისათვის ტექნიკური პირობის გაცემა დაავალა, რაც კომპანიამ არ შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი