ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 31 იანვრის 11:00 საათიდან 1 თებერვლის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესის, ამერიკის საელჩოსა და დიდი დიღმის დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს, დიღმის ველზე მდებარე საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს. დიღმის მასივის I კვ-ის 16-სართულიან კორპუსებს, გოთუას ქუჩას, ვაშლიჯვარში სარაჯიშვილის ქუჩას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.  

 

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი თამარაშვილის ქუჩამდე, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი.

 

საავარიო-სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან დაიწყებენ.

 

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ კომპანია შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *