ახალი ამბები

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის შევა ძალაში არაპირდაპირი არჩევნები

1 მაისი, 2017 •
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის შევა ძალაში არაპირდაპირი არჩევნები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი განაგრძობს პარლამენტთან დაპირისპირებას, შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისია აღარ წავიდეს კომპრომისზე და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი აამოქმედოს არა 2023 წელს, არამედ  2018 წლიდან.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი გრძელვადიანი ხედვა და ამ გრძელვადიანი ხედვის თანახმად, ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი საპარლამენტო სისტემა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ამ საუკეთესო პრაქტიკის ერთ-ერთი ელემენტია პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით; პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე ამ სისტემის, უკეთესი სისტემის ამოქმედების გადავადება 6 წლით. ჩვენი გრძელვადიანი ხედვის საწინააღმდეგოდ, შეიძლება გადავავადოთ ამ სისტემის სრულფასოვანი ამოქმედება 6 წლით, ეს უნდა გაკეთდეს, თუ აქვს ასეთი ტიპის პოლიტიკურ კომპრომისს აზრი,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა კომრომისმა აზრი დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გააგრძელებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაპირისპირებას.

“იქ, სადაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფოს საკონსიტუციო კომისიას, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს, ბუნებრივია, ასეთი ტიპის კომპრომისს ეკარგება ყოველგვარი მნიშვნელობა,”- ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პეზიდენტი სპელკულირებს იმ საკითხზე, თითქოს საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუიას პერსონალური ფაქტორების გათვალისწინებით ცვლის.

“არც ერთი ნორმა არ ეფუძნება რაიმე პერსონალურ ფაქტორს. პერსონალურ ფაქტორს ეფუძნება მხოლოდ ის რეგულაცია, რომელიც ჩადებულია გარდამავალ დებულებაში და პერსონალური ფაქტორის გამო ხდება სრული ამოქმედების გადავადებს 6 წლით. თუ აზრი დაკარგა კომპრომისის ფაქტორმა, შეიძლება შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება და შეიძლება, სრულფასოვნად ავამოქმედოთ ეს ჯანსაღი და სწორი სისტემა უკვე მომდევნო წლიდან,”- ამბობს კობახიძე.

იგი ასევე ამბობს, რომ  “პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს საქართველოს პარლამენტს”  და კამპანია, რომელიც გიორგი მარგველაშილმა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწყო, ემსახურება “სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს”. მან ამ კამპანიას “აბსოლუტურად არასწორი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კამპანია მათ ცვლილებებდ ხელს ვერ შეუშლის.

“პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კაპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტი ჯერ არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე, ოპიზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები და, ბუნებრივია, მათ ინტერესებში არ შედის, არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტიცუიით წარმოადგინონ, როგორც ამ ხელისუფლების მიღწევა. ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი,”- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადებს, კობახიძის თქმით, დღევანდელი საკონსტიტუციო პროექტით, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მმართველობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედება 6 წლით გადავადდება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის  2020 წელს სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი