ახალი ამბები

“დაიცავით ჩვენი შრომა” – ქალთა ორგანიზაციების აქცია კანცელარიასთან

1 მაისი, 2017 •
“დაიცავით ჩვენი შრომა” – ქალთა ორგანიზაციების აქცია კანცელარიასთან

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ქალთა ორგანიზაციებმა ერთობლივი აქცია გამართეს.

“ქალთა მოძრაობა” და “ქალთა მზერა” ისეთი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ, რომელიც უფლებამოსილი იქნება, შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულების შრომითი პირობები და გამოსცეს საჯარო და შესასრულებლად სავალდებულო დასკვნები.

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ქავეყანას სჭირდება გენდერულად მგრძნობიარე შრომის ისნპექცია, რადგან ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებულია. შრომის ინსპექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქალთა სპეციფიკურ საჭირობებს და შეისწავლოს:

  • ორსულობის, მშობიარობის, დედობით და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტები;
  • სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები;
  • ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასებს შორის არსებული 36%-ის განსხვავების მიზეზები;
  • სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა.

ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართავენ,  გააუმჯობესოს რომის მონიტორინგის მექანიზმი, ხოლო კერძო სექტორს- აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა და შემქნან უსაფრთხო გარემო შრომისათვის.

“ქალები იმყოფებიან ორმაგი ექსპულატაციის ქვეშ. ქალი მშრომელები ისევე დაუცველები არიან სახელმწიფოს მხრიდან, როგორც კერძო დამქირავებლის მხრიდან. სახელმწიფომ დღემდე ვერ შექმნა ინსპექცია, რომელიც დაინახავს გენდერულ ჩაგვრას, ადგილზე შეამჩნევს ხელფასთა შორის სხვაობას, რომელიც საკმაოდ დიდია,” – ამბობს “ქალთა მზერის” წამომადგენელი გვანცა ხონელიძე.

“ქალთა მოძრაობის” წევრი მარი კურტანიძე ამბობს, რომ საქართველოში ქალები სტრუქტურულ დისკრიმინაციას განიცდიან.

“დისკრიმინაციას განსაკუთრებით ვხვდებით შრომით სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა გაამახვილონ ქალების საჭიროებებზე ყურადღება.

დროა, შეიქმნას ნამდვილი, ეფექტური შრომის ინსპექცია, რათა ამ ქვეყანაში ადამიანის საბაზისო უფლება – შრომის უფლება იყოს დაცული და არ გვიწევდეს სიღარიბეში, მინიმალურ ხელფასზე მუშაობა, რადგან ეს არის ღირსების შემლახავი,” – ამბობს კურტანიძე.

დაიცავით ჩვენი შრომა - ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა – ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა - ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან. აქციაზე აზრის გამოთქმის საშუალება ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრესაც მისცეს 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა – ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან. აქციაზე აზრის გამოთქმის საშუალება ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრესაც მისცეს 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა - ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა – ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა - ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაიცავით ჩვენი შრომა – ქალების აქცია მთავრობის კანცელარიასთან 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი