ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს და ირმა ინაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

29 იანვარი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილს და ირმა ინაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

“ნამდვილად ვუჭერ მხარს, როგორც მოქალაქე, თუმცა ამაზე ხელი არ მომიწერია, ვინაიდან ერთი თვე სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე თავს ვიკავებ ხელმოწერისგან,”- ამბობს რუსეცკი. 

 

მისივე თქმით, დასახელებული კანდიდატების გარდა, სხვა კანდიდატებსაც დაუჭერდა მხარს, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში წვლილი შეიტანეს. 

 

“სხვათა შორის, საქართველოდან კიდევ ერთ კანდიდატურას წარადგენენ, თუ არ ვცდები, ეს ისტორიკოსი და კავკასიოლოგი, გივი ღამბაშიძეა. საერთოდ მივესალმები, რომ საქართველოდან ხდება კანდიდატების წარდგენა, ეს პოზიტიური მოვლენაა,”-ამბობს რუსეცკი. 

 

ალექსანდრე რუსეცკის განმარტებით, ინიციატორი იმისა, რომ საქართველოდან დასახელებული კანდიდატები წარედგინათ ნობელის პრემიაზე, საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის კანადური ინსტიტუტის დირექტორი,  რომან ფინია. 

 

media.ge-ს ინფორმაციით, ნომინირებულთა შორის, აგრეთვე, იქნებიან- მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანები დავით  თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე და გიორგი ლომაია, მერვე საპყრობილის თანამშრომელი და კადრების ავტორი დავით აკობია.

 

როგორც media.ge წერს, იმ ჯგუფის წევრთა განმარტებით, რომელმაც ეს ადამიანები წარადგინა ნობელის პრემიაზე, ეს ადამიანები იმსახურებენ ნობელის პრემიას 2012 წლის  საპარლამენტო არჩევნებში შეტანილი წვლილისათვის. აღნიშნულ ინიციატივას კი ხელს აწერენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, ოთარ ჩრდილელი, პოლიტოლოგები ალექსანდრე რუსეცკი და კახა კახიშვილი, პროფესორები ნანი ჭანიშვილი და თამარ კიკნაძე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი