სამინისტროში ამბობენ, რომ გია ემირიძის დაკავებასთან დაკავშირებით ცოტა ხანში ბრიფინგს გამართავენ. ერთ-ერთი ვერსიით, რაც ჯერჯერობით სამინისტროში არ დაუდასტურებიათ, გია ემირიძის დაკავება ქრთამის აღებას უკავშირდება.
გია ემირიძე თანამდებობაზე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დანიშნეს. მისი კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც განიხილებოდა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გია ემირიძესთან ერთად ასლან სმირბაც დააკავეს, შს სამინისტროს პრესსამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, სმირბა დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
პროკურატურის ინფორმაციით კი, ასლან სმირბა ემირიძის საქმეზე დაზარალებულია. იგივე წყაროს თქმით, ასლან სმირბა ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.