ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს

30 აპრილი, 2017 • 4279
აზერბაიჯანელი აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანელი აქტივისტი მეჰმან ჰალანდაროვი, რომელიც აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი ახლობლებისა და მეგობრების განცხადებით, შესაძლოა, თვითმკვლელობას ჰქონოდა ადგილი.

40 წლის მეჰმან ჰალანდაროვი აქტივისტი და ბლოგერი იყო, რომელიც 2017 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სიაში მოხვდა.

ჰალანდაროვი 2017 წლის თებერვალში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველების განცხადებით, აქტივისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოსა და პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციას ეკისრება.

ჰალანდაროვის სიკვდილის ფაქტზე ბაქოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მეჰმან ჰალანდაროვის ახლობლების ინფორმაციით, მისი ცხედარი დღეს, 30 აპრილს ფარულად დაკრძალეს. მას ერთადერთი და ჰყავდა, რომელიც ძმის პოლიტიკური შეხედულებების გამო მასთან არ ურთიერთობდა.

მეჰმან ჰალანდაროვი; ფოტო: კავკაზსკი უზელის ვებ-გვერდიდან

მეჰმან ჰალანდაროვი; ფოტო: კავკაზსკი უზელის ვებ-გვერდიდან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი