როგორც ოდიშარიამ დღეს, 29 იანვარს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს საღამოს გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილის პოსტს. 

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის სამსახურიდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კულტურის მინისტრი და მისი მოადგილე პარიზში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდენენ. შეხვედრა 8 იანვარს შედგა და სხვა საკითხებთან ერთად ბაგრატის ტაძრის საკითხიც განიხილეს. ბანდარინიმ აღნიშნა, რომ დაირღვა ძეგლის ავთენტურობა და როგორც თვითმყოფადი ნიმუში, ბაგრატის ტაძარი ნუსხაში ვეღარ დარჩება.

 

გარდა ამისა, კულტურის მინისტრის თქმითვე, რამდენიმე დღეში გაირკვევა ოპერის თეატრის მმართველის ვინაობა, რომელიც დავით საყვარელიძეს შეცვლის. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *