ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის 26 -ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება საქართველოში.
გორში საზეიმო ღონისძიებას პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიება გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
“ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში; თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე.
პრემიერმა სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებსაც და მათ შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.
შეიარაღებული ძალების 26 -ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება იმარტება ვაზიანის სამხედრო ბაზაზეც, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება.
თავდაცვის სამინისტრო ფეისბუკის მომხმარებლებს სთავაზობს ამ დღის აღსანიშნავად პროფაილის ფოტოს ამგვარად შეცვლას: