“მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, თბილისის მერია მძღოლებსა და კომპანიას შორის არსებულ მოლაპარაკებაში ჩაერთო. მათთან გამართული შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გადასახადის მაღალი განაკვეთი დასახელდა, რომლის გადახდაც მათ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს უწევთ,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში უკვე რამდენიმე დღეა მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი გაფიცვის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი გადასახადები იყო.