შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის საპყრობილეებში, 2006-10 წლების განმავლობაში შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშოების ჩატარების დროს უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა.
“შესაბამისად, დანაშაული სისტემატურად ორგანიზებულს ხასიათს ატარებდა. დაწესებულბებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში გამომძიებლებმა მიაკვლიეს სპეციალურ სათავსოს, ე.წ. პულტების ოთახს, რომელიც აღჭურვილი იყო მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიოკონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო”, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.
მისივე თქმით, მოსასმენი და ჩამწერი აპარატურა საკნებში ფარულად იყო დამონტაჟებული. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.