ახალი ამბები

განათლების სამინისტროს თანამშრომლები თვეში ერთხელ სახლიდან მუშაობას შეძლებენ

28 აპრილი, 2017 • 2263
განათლების სამინისტროს თანამშრომლები თვეში ერთხელ სახლიდან მუშაობას შეძლებენ

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.

მათი ცნობით, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლებათ.

“სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი.

ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება,” – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი