ახალი ამბები | , , , , , , ,

სასამართლოს კრიტიკაზე სანქცია არასწორია, შეურაცხყოფაზე მსჯელობა შეიძლება – კობახიძე

28 აპრილი, 2017 | | 1879
სასამართლოს კრიტიკაზე სანქცია არასწორია, შეურაცხყოფაზე მსჯელობა შეიძლება – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს კრიტიკისთვის რაიმე სანქციის დაკისრება არასწორია, ხოლო შეურაცხყოფაზე მსჯელობა შეიძლება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს განაცხადა.

“რაც შეეხება სასამართლოს კრიტიკას, არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციების დაწესება იყოს სწორი. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა. ამ ეტაპზე ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს გამომდინარე იქიდან, რომ  საკანონმდებლო წინადადება ჯერ არ მინახავს,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადებით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს, რომლითაც ითხოვს რეაგირებას მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე, პასუხად კი მათი კრიტიკა მიიღეს; ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს წინადადება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს განცხადება მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი