ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმე ვებგვერდის დაბლოკვა სურს

28 აპრილი, 2017 •
აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმე ვებგვერდის დაბლოკვა სურს

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციისა  და მაღალი ტექნოლოგიების ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაბლოკონ რიგი თავისუფალი ინტერნეტ-რესურსები აზერბაიჯანში.

სასამართლო სხდომა, რომელიც უკვე 27 აპრილს იყო დანიშნული, 1 მაისისთვის გადადეს. კონკრეტულად საუბარია azadliq.info [გაზეთის azadliq.org,-ის ვებგვერდი – რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახური], azerbaycansaati.com, რომელიც საზღვარგარეთ ფუნქციონირებს, ასევე, ის ინტერნეტ-რესურსები, რომლებიც ათავსებენ “Azərbaycan saatı”-ისა და ტელეკომპანია TuranTV”-ის ტელეპროგრამებს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

azadliq.info-ს იურისტი სამედ რაგიმოვი აცხადეს, რომ ბრალდების მხარის მიერ”არ ყოფილა წარმოდგენილი კონკრეტული პუბლიკაციების ლინკები, რომლებიც მათ პრეტენზიას იწვევს და კანონმდებლობასთან შეუსაბამოა”.

azadliq.info-ს მთავარი რედაქტორი და “Azərbaycan saatı”-ისა და ტელეკომპანების, “Azərbaycan saatı”-ის და TuranTV” ტელეპროგრამების ხელმძღვანელი ჰანიმატ ზაჰიდი სასამართლოსგან არ მოელის სამართლიან გადაწყვეტილებას.

“მიმდინარეობს პროცესი იმის დაკანონებისა, რასაც აქამდე აკეთებენ. ამ საიტებზე წვდომა უკვე თვეზე მეტია იზღუდება. ადრე ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ მონაწილეობს ამ პროცესებში, თუმცა ახლა, ფაქტობრივად, აღიარა”.

როგორც ის ამბობს, “ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის ბლოკირების მცდელობა ჩასავარდნად არის განწირული. ბევრი საშუალება არსებობს, თავი დააღწიო ამ პრობლემას და ამის შესახებ სულ უფრო მეტმა მომხმარებელმა იცის აზერბაიჯანში”.

Freedom House-მა წლიურ ანგარიშში Freedom In the World 2017 აზერბაიჯანი დაასახელა ქვეყნად, სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა. საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თავისუფალი პრესის ინდექსში აზერბაიჯანი 180-დან 162-ე ადგილზე აღმოჩნდა.

2017 წლის 7 მარტს აზერბაიჯანის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით შესაძლებელია, ვებ-გვერდების დაბლოკო. საუბარია “ძალადობის, რელიგიური ექსტრემიზმის, ეროვნული, რელიგიური და რასობრივის დევნის პროპაგანდის, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის, შეურაცხყოფისა და ცილისწამების, პირადი და ოჯახის ცხოვრების საიდუმლოს გაცემის” ნორმებზე.

წამყვანი ინტერნეტპროვაიდერი Delta Telecom, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ლიცენზიას ფლობს.  Delta Telecom-მა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების მაუწყებლობას უკვე შეუქმნა წვდომის პრობლემა.

Freedom House-ის 2016 წლის ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშის მიხედვით აზერბაიჯანში ინტერნეტი ნაწილობრივ თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი