ახალი ამბებიკინო

ჰანეკეს “სიყვარული” “სეზარის” დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაშია წარდგენილი

27 იანვარი, 2013 • • 1340
ჰანეკეს “სიყვარული”  “სეზარის” დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაშია წარდგენილი

კინოდაჯილდოებაზე 13 ნომინაციაში წარდგენილია Camille Rewinds (Camille Redouble), ფილმი კომედიაა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც თინეიჯერობის წლებს უბრუნდება. 

 

ემანუელ რივა (Amour),  რომელიც ნომინირებულია ოსკარზე საუკეთესოდ შესრულებული ქალის მთავარი როლის კატეგორიაში,  “სეზარის” შემთხვევაშიც ჯილდოს პრეტენდენტია. პრეტენდენტია მარიონ კოტილარდიც, რომელიც იმავე ნომინაციაშია წარდგენილი ბაფტას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. ფილმი “Rust and Bone“,  რომელშიც ფრანგი მსახიობი მონაწილეობს, ტრენერზეა, რომლის ცხოვრებაც უბედური შემთხვევის შემდეგ შეიცვლება. ფილმს, ჯამში, 9 ნომინაცია აქვს. 

 

კენ ლოუჩის ” The Angel’s Share” და ბენ აფლეკის “არგო” უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოხვდნენ. 

 

3.400 ადამიანი მონაწილეობს, რათა სეზარის ნომინაციები ჩამოყალიბდეს. დაჯილდოება პარიზში 22 თებერვალს გაიმართება. დაჯილდოებამდე 2 კვირით ადრე “ბაფტა”, ხოლო ორი დღის შემდეგ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის დაჯილდდოების ცერემონიალი იმართება.  ჰანეკეს “სიყვარული” ოსკარისთვის 5 ნომინაციაში იბრძოლებს. 

 

“სეზარის” ნომინანტების სრული სია იხილეთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი