ახალი ამბებიკინო

თინა გურჩიანს სანდენსის პრიზი საერთაშორისო დოკუმენტურ კინოში რეჟისურისთვის გადაეცა

27 იანვარი, 2013 •
თინა გურჩიანს სანდენსის პრიზი საერთაშორისო დოკუმენტურ  კინოში რეჟისურისთვის გადაეცა

“იმედია ფილმი ჩემს ინგლისურზე უკეთესია” – განაცხადა რეჟისორმა და მადლობა გადაუხადა ფესტივალს და ჯგუფს, რომელთან ერთადაც იმუშავა. ფილმი ქართულ–გერმანული პროექტია. 

 

“2011 წელს  ფილმის რეჟისორი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებაა,თუ რა მშვენიერი (და რთული) შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებს”– ასეა აღწერილი ფილმის თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც გურჩიანის ფილმი საუკეთსო ქართულ ფილმად აღიარეს. 

 

სანდენსის ფესტივალზე ჟიურის პრიზი ამერიკული მხატვრული ფიმისთვის  ფილმმა Fruitvale, რომლის რეჟისორიც Ryan Coogler–ია, ხოლოდ ამერიკულ დოკუმენტურ ფილმში ჟიურის პრიზი სტივ ჰუვერის “Blood Brothers” გადაეცა. 

 

ჯილდო ასევე გადაეცა რუსული პანკ ჯგუფის “პუსი რაიოთის” შესახებ შექმნილ ფილმსაც “Pussy Riot- A Punk Prayer”  კატეგორიაში ჟიურის სპეციალური პრიზი საერთაშორისო დოკუმენტური კინოსთვის. ფილმის რეჟისორები მაიკ ლერნერი და მაქსიმ პოზდოროვკინი არიან. 

 

სანდენსის ფესტივალის გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

შეგახსენებთ, რომ სანდენსის ფესტივალი სანდენსის ინსტიტუტის პროგრამაა და ეს ამერიკული ფესტივალი ყოველწლიურად იუტას შტატში იმართება. ფესტივალი არის სივრცე, სადაც ამერიკული და საერთაშორისო დოკუმენტური და მხატვრული დამოუკიდებელი ფილმების ჩვენებაა შესაძლებელი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი