ახალი ამბები

შსს–მ “ჰეროინის” შემოტანის ფაქტზე პირი დააკავა

27 იანვარი, 2013 •
შსს–მ  “ჰეროინის” შემოტანის ფაქტზე პირი დააკავა

“დაკავებულის შემოწმებისას მას ქურთუკის ჯიბეში პოლიეთილენის პარკში შეფუთული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკიდან კუსტარულად დამზადებული  და 23  პაკეტად დაფასოებული, 10, 45 გრამი, „ჰეროინის”  შემცველი  ნარკოტიკული საშუალების   საქართველოში  შემოტანა სცადა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით,  აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებაში „ჰეროინის” სუფთა წონა 4,485 გრამია, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ორგანიზმში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების კვალი აღმოაჩნდა”–ნათქვამია განცხადებაში.

 

სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის (ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა) მე-3 ნაწილითა და 262-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა) მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი