ახალი ამბები

“პატარა და დიდი” – ანიმაცია პუტინის მიერ რუსეთზე ძალადობის შესახებ

27 აპრილი, 2017 • 3329
“პატარა და დიდი” – ანიმაცია პუტინის მიერ რუსეთზე ძალადობის შესახებ

“პატარა და დიდი” – ასე ჰქვია ახალ ანიმაციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლას და მის საქმიანობას ეხება.

ანიმაციაში ასახულია, როგორ ძალადობს ვლადიმერ პუტინი რუსეთზე, რომელიც ახალგაზრდა ქალის სახითაა წარმოჩენილი. საქორწინო ცერემონიისას პუტინი  ქალს პატივისცემას,  უსაფრთხოებას, ასევე  უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ჰპირდება, თუმცა საქორწინო ცერემონიის შემდეგ პუტინი ეშმაკად იქცევა და მასზე ძალადობას იწყებს.

“არასასურველი სიმართლე კრემლისთვის. ეს ანიმაცია ნამდვილი შედევრია რუსეთისა და პუტინის “17-წლიან ქორწინებაზე,” – ვკითხულობთ ანიმაციის აღწერაში.

1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინმა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს, მეორედ- 2004 წელს, მესამედ — 2012 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი