ახალი ამბები

ლადო პაპავა: ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება არის დანაშაული

25 იანვარი, 2013 • • 1074
ლადო პაპავა: ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება არის დანაშაული

მისი თქმით, არის მეწარმეთა ერთი ჯგუფი, რომელიც სისტემატიურად იხდიდა გადასახადებს და არის მეწარმეთა მეორე ჯგუფი, რომელიც შეკრული იყო ხელისუფლებასთან, იცოდა, რომ პერიდულად გადასახადებს ჩამოაწერდნენ: “რად ღირს მხოლოდ ის ჩამოწერები, რაც გაკეთდა რუსთავი2 –ზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ ფონზე ის მეწარმე, რომელიც იხდიდა გადასახადს, ის იქნება დასჯილი. “

ლადო პაპავა
ლადო პაპავა

 

“როცა ჩვენ ამ ამნისტიის ინსტიტუტს შემოვიღებთ, იცოდეთ, რომ ეს იქნება მრავალჯერადი გამოყენების. ყოველთვის ექნება ეს ოპოზიციას გამოყენებისათვის, და ყოველთვის ექნება ეს სუსტ მთავრობას გამოყენებისთვის. მარტო ინდოეთის მაგალითი გვიჩვენებს,რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში 7- ჯერ მოახდინეს ამნისტია. ეს არის სერიოზული დარტყმა ფინანსური წესრიგის დამყარებაზე” – განაცხადა ლადო პაპავამ. 

 

 

პაპავა ამბობს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ გამოდის ამ ინიციტივით მიხეილ სააკაშვილი: ” არის ის ფირმები, ვინც იყვნენ ამ ხელისუფლებასთან შეკრული და მათ აქვთ ეკონომიკური დანაშაული ჩადენილი,  ვინც საკუთარ ბიზნესს ახორციელებდა, მათ ეპატიოს და მეორე ის, რომ გული მოიგონ იმ ხალხის, ვისაც ბოლომდე არ ესმის, ვისთან გვაქვს საქმე.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი