ლადფო პაპავას განცხადებით, არსებობს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა: ” ეს პარტიული პროგრამაა. ეს უნდა გარდაქმნილიყო სამთავრობო დოკუმენტში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სერიოზული დოკუმენტი. ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული, რაც მოკლე ხანში შეიძლებოდა შემუშავებულიყო, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი.”
პაპავას თქმით, ქვეყანას განვითარების გეგმა და ხედვა სჭირდება:” მარტო დაპირება და პროგრამა იყო წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ახლა საკმარისი არ არის. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა არის. ის ბუნდოვანებაც, რა ბუნდოვანებაც არის, იმასთან დაკავშირებით, რა ორიენტაცია აქვს ქვეყანას, საით მიდის, ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.”
პაპავა მთავრობას გეგმის შექმნისაკენ მოუწოდებს: “ამიტომ შესაქმნელია სამთავრობო გეგმა, რომელიც იქნება საკმაოდ მკაფიოდ გაწერილი. მათ შორის იქნება ისიც, რა მიზნები აქვს საქართველოს, საითკენ მიდის, რა რესურსი აქვს, რა პრობლემები აქვს და რა ვადებში უნდა გადაწყდეს. იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურ დოკუმენტში, რასაც პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ჰქვია, ეს არ არის დეტალურად გადმოცემული, თუმცა ეს არის კარგი საფუძველი, რომ შემუშავდეს რეალური სამთავრობო პროგრამა.”