კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახი ბექაურის კანდიდატურა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

“არჩევნები 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ამ დროისთვის კომისიას ვახტანგ აბაშიძე ხელმძღვანელობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com