ახალი ამბები

რუსთავის მე-3 სკოლაში ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდა

24 აპრილი, 2017 • 2891
რუსთავის მე-3 სკოლაში ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდა.

დღეს, 24 აპრილს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე შსს სკოლაში ბომბს ეძებდა. უწყების ცნობით, ადგილზე გამნამღველთა ჯგუფი მუშაობდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცავებმა შენობაში მყოფების ევაკუაცია მოახდინეს და ამის შემდეგ დაათვალირეს შენობა.

რუსთავი #3 საჯარო სკოლა. ფოტო: ირაკლი დანელია

რუსთავი #3 საჯარო სკოლა. ფოტო: ირაკლი დანელია

მასალების გადაბეჭდვის წესი