პირველი ლედის ძმას სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლეის აღკვეთა მიესაჯა.

მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა 2017 წლის იანვარში დააკავეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com