დღეს, 23 აპრილს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კოპრუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია და გამოძიების მომდინარეობისას დადგინდება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *