შსს–ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ვასილ მ-ვი დააკავეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, დაკავებულმა 2013 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, თეთრიწყაროს რაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ხატები, ჯვრები, ფსალმუნები და შესაწირავი ყუთიდან ფული მოიპარა.
“დანაშაული მან სამწლიანი პირობითი მსჯავრის დროს ჩაიდინა. პირობითი სასჯელი მას ბინის ქურდობისთვის მიესაჯა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”