თინათინ ხიდაშელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ქართული ოცნების” პირველ გამარჯვებაზე განცხადებას აკეთებს. ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნაციონალური მოძრაობა დაუყოვნებლივ დებატებს ითხოვდა საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული ვითარების შესახებ.
საკითხი დღის წესრიგში EPP-ის მიერ იყო ინიცირებული. “ქართული ოცნების” არგუმენტები მისაღები აღმოჩნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობისათვის და, შესაბამისად, დღის დღის წესრიგის განხილვის დროს აღნიშნული საკითხი არ იყო გაზიარებული და ასამბლეამ არამიზანშეწონილად ჩათვალა მისი დღის წესრიგში შეტანა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უმრავლესობა ერთგულია ევროპის საბჭოს პრინციპების და მზადყოფნას გამოხატავს ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისათვის. “შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა საკთხზე ინფორმაციის სრულად მიწოდება ევროპის საბჭოს დაინტერესებული ინსტიტუტებისათვის.
მსგავსი შეკითხვები ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა და არც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ყოფნის დროს საკითხი, რომელიც რაიმე ტიპის წუხილს გამოხატავს, არავის დაუყენებია.”
—