BBC-ის ცნობით, პარიზში, შანზ-ელიზეზე (ელისეის მინდვრები) სროლის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, ორი კი – დაჭრეს. მათივე ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც ისროდა, ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია.

რამდენიმე დღეში, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

როგორც გამოცემა წერს, დაწყებულია ანტიტერორისტული გამოძიება.

ჯერ არ არის ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ეს ტერორისტული თავდასხმა, თუმცა, როგორც BBC წერს, შანზ-ელიზე, თავისი პოპულარობიდან და ვიზიტორების მაღალი რაოდენობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც პოტენციური სამიზნე ტერორისტებისთვის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *