“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში  სახლიმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული  ნება  და შეუდგეთ  კონსტიტუციით თქვენდამი დაკისრებულ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას”– განაცხადა  მიხეილ ანდღულაძემ. 

 

პარტია “თეთრების” თავმჯდომარის თემურ შაშიაშვილი განცხადებით,  პარლამენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადა ამოწურულია

 

” გადავუგზავნეთ და გუშინწინ  პარლამენტმა ჩვენი დადგენილების პროექტი მიიღო. ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც “ურაზე” ვართ, ამ შეკრებასაც ღირსების შეკრება ქვია და არა მიტინგი და აქცია. ჩვენ პარლამენტს ვეუბნებით, რომ თუ თქვენ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, სააკაშვილის შემდგომ ქმედებებზე გეკისრებათ პასუხისმგებლობა”

 

ღირსების შეკრებას შეუერთდა საქართველოში 18 იანვარს დაბრუნებული ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ციხის სკანდალური კადრების ავტორია. იგი აეროპორტშივე დააკავეს და  გუშინ, 19 იანვარს 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

 

“უფლება არ მქონდა თქვენთან არ მოვსულიყავი და თქვენს გვერდით არ დავმდგარიყავი. მინდა მივმართო ჩვენს დაყრუებულ პრეზიდენტს, გამოვიდეს თავისი ნებით და განაცხადოს გადადგომის შესახებ, სანამ ქართველი ხალხი არ გამოუტანს საბოლოო განაჩენს. დღეიდან აღარ არის მოქმედი პრეზიდენტი. ერთიანად შევძახოთ : მიშა წადი!”– განაცხადა ბედუკაძემ. 

 

დღეს განცხადება გაავრცელეს “ახალმა მემარჯვენეებმა”,  რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს  მიხეილ სააკაშვილს  2013 წლის 20 იანვარს, კონსტიტუციის თანახმად  (მუხლი 70.1.), ეწურება  პრეზიდენტობის 5- წლიანი ვადა და ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *