ახალი ამბები

ანონსი – 20 აპრილი

19 აპრილი, 2017 •
ანონსი – 20 აპრილი

10:30 –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში უმასპინძლებს ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.


11:00 –  აღმაშენებლის ხეივანში, დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნობიან. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-14 კმ.


11:00 –  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ორგანიზაციის მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, რომლის შეტანაც იგეგმება  საქართველოს პარლამენტში. საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. მისამართი: თბილისი / აღმაშენებლის გამზირი, 61.


11:00 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, ძმები ზუბალაშილების # 36 , პოლიტპატიმარი ადვოკატის ნათელა გოდერიძის ადვოკატები, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, პრესკონფერენციას გამართავენ.


12:00 –  საქართველოს ვიცე-პრემიერ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრალექსანდრე ჯეჯელავა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  რეგიონულ კვირეულს გახსნისღონისძიებაზეშეჯამდება ევროპული კვლევების საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთისპარტნიორობის (EaP) რეგიონის მეცნიერთა მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსებისშესაძლებლობები. მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I   კორპუსი (107- აუდიტორია).


 

13:00 –  პარლამენტში (ბიუროს ოთახთან) მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს, თავისუფალი დემოკრატების და ლეიბორისტული პარტიის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. საკონსტიტუციო კომისსიის მუშაობასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი