“მეოთხედფინალში უკეთესმა არბიტრმა უნდა იმსაჯოს, ან უკვე ვიდეო-რეფერის დანერგვის დრო მოვიდა, რასაც უეფაც ცდილობს, რადგან შეცდომები ძალიან ბევრია”, – BBC-ის ინფორმაციით, ეს განცხადება მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გააკეთა, რომლის გუნდიც დღეს ბერნაბეუზე რეალთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.
ფეხბურთის არაერთი ქომაგის აზრით, მსაჯმა მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მიუნხენიდან მადრიდში ჩასული ბაიერნის ქომაგები ბერნაბეუზე პოლიციასაც დაუპირისპირდნენ.
რეალმა ბაიერნი დამატებით დროში 4-2 დაამარცხა. კრისტიანო რონალდომ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა.