მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული პროექტები, ეკონომიკური თემები და საბაჟოს დონეზე თანამშრომლობის საკითხი. 

 

“ვფიქრობ, რომ სასარგებლო ვიზიტი იქნება ორივე ქვეყნისთვის. იქნება გარკვეული მონახაზი ერთიან გენერალურ შეთანხმებაში, თუმცა შემდეგ გაგრძელდება თანამშრომლობა უწყებების და სამინისტროების დონეზე. ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობსი დარგში ” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დღეს სომხურ მხარესთან ხელს მოაწერს ხელშეკრულებას საბაჟოების თანამშრომლობის საკითხში.

 

დღეს, 17 იანვარს სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინასთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე პოეტი და მთარგმნელი გივი შახნაზარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *