ახალი ამბები

თურქეთში დღეს გადაწყვეტენ, გაიზრდება თუ არა პრეზიდენტის უფლებები

16 აპრილი, 2017 • 2525
თურქეთში დღეს გადაწყვეტენ, გაიზრდება თუ არა პრეზიდენტის უფლებები

დღეს, 16 აპრილს თურქეთში რეფერენდუმი ტარდება. რეფერენდუმში მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, გაიზრდება თუ არა პრეიზიდენტის უფლებები და შემცირდება თუ არა პარლამენტის გავლენა. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სურს, ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მართველობის ფორმაზე გადავიდეს.

რეფერენდუმისათვის თურქეთი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ემზდება. მასში მონაწილეობის უფლება 55 მლნ. ადამიანს აქვს. ხმის მისაცემად გაიხსნა 167,000 უბანი.

თუ რეფერენდუმი ერდოღანის სასარგებლოდ დამთავრდება, მას მიეცემა საშუალება, დამოუკიდებლად დანიშნოს მინისტრები, გამოსცეს ბრძანებები, აირჩიოს მოსამართლეები და დაითხოვოს პარლამენტი. პრეზიდენტი ცვლილებების საჭიროებას გაზრდილ საფრთხეებთან ბრძოლის მიზეზით ხსნის. როგორც ის აცხადებს, იმ გამოწვევებთან, რომლებსაც თურქეთი დღეს უპირისპირდება, სუსტი მმართველობის ნაცვლად ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაა აუცილებელი.

როგორც BBC წერს, თუ ერდოღანის მომხრეებმა დღეს გაიმარჯვეს, ეს საშუალებას მისცემს მოქმედ პრეზიდენტს, კაბინეტში 2029 წლამდეც კი დარჩეს.

რეფერენდუმის შედეგები 16 აპრილს, საღამოს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი