ახალი ამბები

მთავრობა EU-სა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას ამტკიცებს

13 აპრილი, 2017 • 1682
მთავრობა EU-სა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას ამტკიცებს

დღეს მთავრობის სხდომაზე ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას დაამტკიცებენ. ამის შესახებ პრემიერმა სხდომის დაწყების დროს განაცხადა.

სტრატეგია ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა.

“ეს არის როგორც ქვეყნის შიდა სივრცეში კომუნიკაციის სტრატეგია, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციის სტრატეგია და მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ეს სტრატეგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი