ახალი ამბები

ანონსი – 13 აპრილი

13 აპრილი, 2017 •
ანონსი – 13 აპრილი

წარმოგიდგენთ 13 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ინგოროყვას ქ. #7.


10:00 საათზე, სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) საკითხებზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში, ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნ.რამიშვილის #6


10:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


10:30 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერის ანგარი საკრებულოში; კონსტიტუციის პოექტი და პრეზიდენტის სტატუსი. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.


11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია ჩატარდება საია-ს ცენტრალურ ოფისში. მისამართი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15.


11:00 საათზე, პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).


11:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).


11:00 საათზე, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238.


11:00 საათზე, “კვირას” პრეს-კლუბში საქართველოს ექიმთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საგანგებო განცხადებას გაავრცელებს. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14 ბ, პირველი სადარბაზო, პირველი სართული. საკონტაქტო: 551150773.


11:00 საათზე, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი, არჩილ ნადირაძე “რეპორტიორის” პრეს–კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელფასების, პრემიებისა და დანამატების, კვლევითი საქმიანობისა და ეფექტური მმართველობის საკითხებზე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. იურისტი, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს. მისამართი: იოსებიძის ქ. #57. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე – 599291202.


11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, იოსებიძის #57.


11:30 საათზე, ყოფილი პარლამენტარი და “მრეწველთა პარტიის” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “მრეწველების” პოზიცია და ინიციატივა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით; ე.წ. ფარული მიყურადება და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.


11:30 საათზე, “მარშალპრესის” პრეს-კლუბში ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მაჩაბლის ქ. #7. საკონტაქტო: 599261414.


12:00 საათზე. “მარშალპრესის” პრეს-კლუბში მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრის მსახიობები ჯაბა კილაძე და ანრი ბიბინეიშვილი თეატრებში არსებულ ვითარებაზე განცხადებებს გააკეთებენ. მისამართი: მაჩაბლის ქ. #7 საკონტაქტო: 599261414.


12:00 საათზე, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია გააფორმებს კოლექტიურ შეთანხმებას ტაქსის ორ კომპანიასთან: შპს “სითი-ტაქსი” და შპს “ეკონომ-ტაქსი”. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებული მძღოლები მიიღებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას და დაზღვევას “კლინიკა ვაკეში”. მისამართი: ვაჟა-ფშაველას 1/43.


12:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, იოსებიძის #57.


12:30 საათზე, 15 კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო სისტემა, საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების პერსპექტივა. შეხვედრის ადგილი: თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო. საკონტაქტო პირი: გიორგი ახვლედიანი – 591779898.


13:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისის პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).


13:45 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში ქართული ენის ღია გაკვეთილს დაესწრებიან.


14:00 საათზე, სასტუმრო “ჰუალინგში” ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ადგილზე, ღონისძიების დაწყებამდე 30 წუთით ადრე, 13:30 საათზე უნდა მივიდნენ.


14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში არასამთავრობო სექტორისა და 8 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.


12:00-12:45 საათზე, ბელგიის სამეფოს, ფედერაციული პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს იუსტიციის სახლს მოინახულებს.


16:30 სათზე, პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


16:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი #520.


17:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #616.


18.00 საათზე, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზში მწერალ გურამ ოდიშარიას რომანის, “პრეზიდენტის კატა” აფხაზურ ენაზე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7.


მასალების გადაბეჭდვის წესი