თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.