ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი ნინო დანელია სოცოალურ ქსელ “ფეისბუკით” ავრცელებს.

 

“მაგალითად, გასაუბრებაზე უნდა ეთქვათ, რომ დებატების შემდეგ (დებატები რომ დაიგეგმა, ესეც არ ვიცოდი), მეორე დილას ვიკრიბებოდით ან რამე მსგავსი! უკვე გულისამრევია ეს საქციელი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

სწორედ ეს რომ ვერ ეთქვათ, ამიტომ ავიტკიე აუტკივარი თავი და ვათენე ღამეები. ვცადე მთელი გულით, რომ დემოკრატიულად გვემსჯელა და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება. ახლა, ერთი გაბედონ დემოკრატიაზე რამის თქმა! ამათ გონიათ, ინსომნია მჭირს!

 

დღეს იმსჯელეს და ხვალ მეტყვიან, ეს გადავწყვიტეთ, აღარაა საჭირო მსჯელობა, დაგვაწყდა ნერვებიო და კენჭი უნდა ვყაროთო. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ტელეკომპანიის საბჭო ხვალ, საღამოს 20 საათისთვის დაასახელებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებით, საბჭოს წევრები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და გენერალური დირექტორს აირჩევენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *