საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებით, საბჭოს წევრები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და გენერალური დირექტორს აირჩევენ.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელის 13- კაციანი საბჭო გენერალური დრექტორის შერჩევის საკითხზე ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
ნიკოლოზ მახარაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, თიკა რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ეს ის ხუთი კანდიდატია, რომელთაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი ტური გადალახეს.

პირველი ტური კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: ნიკოლოზ მახარაშვილი–7 ხმა, გიორგი ბარათაშვილი, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს –10 ხმა, თიკა რუხაძე–7 ხმა, ნათია აბრამია –8 ხმა, მეგი თავდუმაძე – 7 ხმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე CV-ების მიღება 20 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდა. გენერალური დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი 143-მა პირმა გაგზავნა.
საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა ყოფილი გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის შესახებ