ახალი ამბები

რეგულირების სააგენტო: სამ თვეში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოვლინდა

6 აპრილი, 2017 •
რეგულირების სააგენტო: სამ თვეში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან დღემდე მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოავლინეს.

“შემოწმებულ დაწესებულებებში, 2017 წლის მდგომარეობით, სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა 149 შემთხვევაში, რაზედაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევა (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემა) დაფიქსირდა 22 დაწესებულებაში, ხოლო მე-2 ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი დადასტურდა 79 შემთხვევაში,”- აცხადებს რეგულირების სააგენტო.

მათივე განცხდებით, ამ ეტაპზე კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს ქუთაისსა და კახეთის რეგიონში, სადაც გამოვლენილ სამართალდარღვევებზე ტარდება ადმინისტრაციული ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი