ახალი ამბები

გიგი უგულავა ბაქოში გაემგზავრა

25 დეკემბერი, 2012 • 921
გიგი უგულავა ბაქოში გაემგზავრა

“ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით იმყოფება გიგი უგულავა ბაქოში და ვისთან გამართავს შეხვედრების, დღის ბოლოს გავრცელდება”, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 დეკემბერს ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მისი განცხადებით, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე გაზის ტარიფი ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი