მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასთან მიდის მოლაპარაკებები: “წლის ბოლომდე თუ არა, 2013 წლის დასაწყისში უკვე დაიდება აქტის საბოლოო ვარიანტი. უბრალოდ შუალედურ აქტს ეცნობა საზოგადოებრივი არხის ფინანსური სამსახური, რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს.”

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ არხზე საგადასახადო შემოწმება გრძლდება და ყველა ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდება, როცა ეს პროცესი დასრულდება.

 

2012 წლის 6 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახური შევიდა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, რიმ “2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა.”

 

მისივე თქმით, საქართველოში არ იარსებებს “არც ერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *