” მინდა მივესალმო პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს ვიტალი კლიჩკოს. მესმის ხშირად, ერთი ოპონენტი ქვეყნის გარეთ და ერთი ოპონენტი ქვეყნის შიგნით ხშირად ღიზიანდება ჩემი სიმაღლით, გიგის სიმაღლით. სულ ამ სიმაღლეზე ლაპარაკობს, ზოგიერთს გორაკზე ასვლა უწევს, რომ რაღაცნაირად თანაბარ დონეზე დადგეს. მე არანაირი კომპლექსი არ მაქვს, რომ ჩემზე უფრო მაღალი პოლიტიკოსები არსებობენ მსოფლიო პოლიტიკაში” 

 

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას საერთაშორისო კონფერენციაზე მისული იყო ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი და ერთ–ერთი მათგანი იმ სამი პიროვნებიდან, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა. 

 

“მან სიტყვა მოითხოვა და თქვა, რომ მთელი ეს წლები, როცა სადღაც ქუჩაში ვიღაცა მეცემოდა ხოლმე, რა უბედურება დაგვატეხე თავს, რატომ დაშალე ეს აწყობილი ქვეყანა საბჭოთა კავშირი, ბოლო ორი–სამი წლის მანძილზე ვეუბნებოდი, შეხედეთ საქართველოს, აი, ასეთი ქვეყნები რომ გაჩნდა, ამიტომ ღირდა, რომ ის ქვეყანა, საზიზღრობა დაშლილიყო და კრავჩუკმა მითხრა, რომ სიბერე არ გამიმწაროთ და დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო”. –განაცხადა სააკაშვილმა. 

 

 ვიტალი კლიჩკო ცნობილი მოკრივე და უკრაინული პარტიის “UDAR” -ის ხელმძღვანელია. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *