ახალი ამბები

შსს მობილურიდან ინფორმაციის ამოსაღებ მოწყობილობებს ყიდულობს

4 აპრილი, 2017 • 4802
შსს მობილურიდან ინფორმაციის ამოსაღებ მოწყობილობებს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოსაღები მოწყობილობების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად, უნდა შეიძინონ მოწყობილობების 2 კომპლექტი, რომლისთვის გამოყოფილი თანხაა 14 760 ლარი. წინადადებების მიღება 20 აპრილიდან დაიწყება და 25 აპრილს დასრულდება.

მოთხოვნების ნაწილი:

[checklist]

  • მოწყობილობა განკუთვნილი უნდა იყოს სხვადასხვა მწარმოებლის მობილური ტელეფონებიდან აპარატულ დონეზე ინფორმაციის ამოღებისათვის;
  • მოწყობილობას უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორბირთვიანი 200-მეგაჰერციანი პროცესორი;
  • ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე მოწყობილობასა და მობილურ ტელეფონებს შორის – არანაკლებ 40 მეგაბიტი წამში;
  • კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს სამუშაო დაფა, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს საექსპერტო დაწესებულებებისათვის, მობილურ მოწყობილობებზე კვლევების წარმოების უზრუნველსაყოფად;

[/checklist]

მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი