“კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა და იმასაც დავამტებდი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ის ისტერიული გამონათქვამები ოპოზციის მხრიდან, რომელსაც ისინი აქტიურად ახორციელებენ”, – აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი გუნდის დაპირება იყო მოსახლეობის მიმართ, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობის განცდა და ეს დაპირება უპირობოდ შესრულდება.
“ოპონენტებს რაც შეეხება, წინასწარ მოგახსენებთ და ბოდიშსაც მოგიხდით, რომ მომავალში აღრ გავაკეთებ შორ და ღრმა განმარტებებს მათ გამონათქვამებზე, რამდენადაც ვერ მოახერხეს მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა და პრაქტიკულად მიდის “ჩემი შენ გითხარი” – ის, რასაც აკეთებდნენ თვითონ, სურვილი აქვთ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ,” – ამბობს ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღარ აპირებს დროის ხარჯვას ოპონენტების გამონათქვამებზე გამოხმაურებისთვის, რასაც, როგორც თვითონ ამბობს, ადრე დიდ დროს ხარჯავდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. დღეს, 24 დეკემბერს ამ ფორმატში პრემიერ ივანიშვილის რიგით მეორე პრესკონფერენცია იმართება.