21დეკემბერს საქართველოს მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი გორგილაძემ, ხოლო პორტუგალიის მხრიდან- სახელმწიფო მინისტრმა საგადასახადო საქმეებში პაულუ დე ფარია ლინსე ნუნსიუმ, ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პორტუგალიის საგარეო უწყებაში გამართულ ხელმოწერის ცერომონიას პორტუგალიის მხრიდან ესწრებოდნენ: ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიგელ მორაიშ ლეიტაუ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ანტონიო რიბეირუ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე დიოგუ ბელფორდ ენრიკესი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის არა-ევროკავშირის წევრი ევროპული სახელმწიფოების დეპარტამენტის დირექტორი პედრო პერეირა, პორტუგალიის ნაციონალურ ასამბლეაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი დეპუტატი ჟოაუ გონსალვეშ პერეირა. ქართული მხრიდან ხელმოწერის ცერომონიას ესწრებოდნენ საელჩოს მრჩეველი ნინო სანაძე და კონსული რევაზ ლომინაძე.