ახალი ამბები

გვარამიას, ხეთაგურის და დამენიას სასამართლო პროცესი დაიწყო

22 დეკემბერი, 2012 •
გვარამიას, ხეთაგურის და დამენიას სასამართლო პროცესი დაიწყო

ნიკა გვარამიას ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით,  აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით შეთავაზებას აპირებენ სასამართლოსთვის. გარდა ამისა, ადვოკატების ვარაუდით, პროკურატურა დაკავებულებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

სასამართლო პროცესი დღეს, დილის 11 საათზე დაიწყო.

სასამართლოსთან შეკრებილები არიან დაკავებულების მეგობრები, მათ შორის კობა სუბელიანი. მან ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს, რომელიც მას წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი